იქნება თუ არა ღარიბაშვილი "ნატოს" ვილნიუსის სამიტზე მიწვეული - რა თქვა კოლომინამ?

24.05.23 21:02
იქნება თუ არა ღარიბაშვილი "ნატოს" ვილნიუსის სამიტზე მიწვეული - რა თქვა კოლომინამ?

იქნება თუ არა ღარიბაშვილი "ნატოს" ვილნიუსის სამიტზე მიწვეული - ალიანსის დიდი შეკრების წინ "ნატოს" სპეციალური წარმომადგენელმა იმედი გამოთქვა, რომ სამიტზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე იქნება წარმოდგენილი. 

ჩვენ ვწყვეტთ ჯერ კიდევ, თუ როგორ ჩატარდება სამიტი, ჩვენ ველით, რომ საქართველო მონაწილეობას მიიღებს სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე, ეს ძალზედ სავარაუდოა.

მადრიდში მონაწილეობდა პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი - ახლა კითხვა ისმის, ვინ დაესწრება სამიტს, ჩვენ ერთგულები ვართ საქართველოს მიმართ და ვიქნებით ერთგულები იმის მიუხედავად, ვინ დაესწრება სამიტს და ძალიან კარგი გადაწყვეტილება იქნება.

მე მინდა, რომ საქართველოს შესაბამისი წარმომადგენლობა ჰყავდეს, მას შემდეგ, რაც მადრიდში მივიღეთ გადაწყვეტილება და გვინდა, შევაფასოთ, როგორ ხორციელდება ეს გადაწყვეტილებები" - განაცხადა ხავიერ კოლომინა.