კოლომინა: საქართველოში რეფორმების რიტმი შემაშფოთებელია

24.05.23 19:37
კოლომინა: საქართველოში რეფორმების რიტმი შემაშფოთებელია

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში საქართველოში რეფორმების ტემპთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.

ხავიერ კოლომინა ამბობს, რომ არსებობს რეფორმები, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს.

მარტში იმყოფებოდა ბრიუსელში მინისტრი დარჩიაშვილი და აპრილში პრემიერმინისტრი. მეც ვიღებდი მონაწილეობას ამ შეხვედრაში. ასევე, ჩვენი შეშფოთება გავაჟღერე, რომელიც რეფორმების რიტმთან დაკავშირებით, მათ შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით, ზოგიერთი რეფორმის შინაარსობრივ მხარესთან გვაქვს შეშფოთება, რომელიც გადმოვეცით, ძალიან ნათლად გავაჟღერე. მაგალითად, უცხოელი აგენტების კანონი და მოხარულები ვართ, რომ აღნიშნული კანონის გაუქმება მოხდა. ჩვენი აზრით, ეს იყო დემოკრატიული სტანდარტების წინააღმდეგ კანონი. რომელიც ჩვენს დემოკრატიულ პარტნიორებს როგორიცაა საქართველო არ უნდა გააჩნდეთ"- განაცხადა კოლომინამ.