სკანდალური განცხადებები უმაღლესი ტრიბუნიდან - ღარიბაშვილი პრორუსულ განწყობებს არც ქვეყნის გარეთ მალავს
ღარიბაშვილის სკანდალური განცხადებები - საქართველოს პრემიერმა პრორუსული განწყობები ქვეყნის გარეთ აღარ დამალა.
მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ ოკუპანტ რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები სურს. ღარიბაშვილის გზავნილებს ყველა გაოცებული ისმენდა. საქმე ბოლოს იქამდე მივიდა, რომ ჟურნალისტებმა საქართველოს პრემიერისა და პუტინის ნარატივს შორის ფაქტობრივად ტოლობის ნიშანი დასვეს.
საერთაშორისო ფორუმიდან ღარიბაშვილის თავდასხმის სამიზნე იყო უკრაინა. შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი პროპაგანდა პრემიერმა ქვეყნის საზღვრებს გარეთაც გაიტანა და თქვა, რომ უკრაინა სხვებს ომში ითრევს.
"პუტინის ვასალი და მარიონეტი"- უპასუხეს ღარიბაშვილს კიევიდან, სადაც ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას რუსეთს აბარებს. სამაგიეროდ ღარიბაშვილის გზავნილებით კმაყოფილია მოსკოვი, საიდანაც პრემიერმა ქება უკვე დაიმსახურა.
რა თქვეს რუსმა პროპაგანდისტებმა ღარიბაშვილზე? - ყველა დეტალი ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში