ფრენების განახლებაზე მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემდეგ ზოგიერთი რეაქცია ჩვენთვის შეშფოთების საგანია - კალომინა "ოცნებაზე"
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელი რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენას ეხმიენება.
ხავიერ კოლომინას თქმით, რეაქციები, რომლებიც პარლამენტისა და მთავრობის წევრისგან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით მოისმინეს, შემაშფოთებელია.
კოლომინას თქმით, ხელისუფლებას გადასცა გზავნილი, რომ ახლა ყველა უკრაინას უნდა უჭრდეს მხარს.
ფრენების განახლების შესახებ მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემდეგ ზოგიერთი რეაქცია, რომლებსაც ვკითხულობდით და ვხედავდით, ასევე შეშფოთების საგანია ჩვენთვის. ეს "მესიჯი" თქვენ ხელისუფლებას გადავეცი, რომ გვესმის, ეს მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილებაა, მაგრამ გვჯერა, რომ ახლა ყველანი უკრაინას უნდა ვუჭერდეთ მხარს რამდენადაც შეგვიძლია, რომ კრიტიკული მომენტია და გვჯერა, რომ ასეთმა რეაქციებმა შესაძლოა ჩრდილი მოფინოს რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლას"- განაცხადა მან.