საქართველო რუსეთის გუბერნია არასდროს გახდება! - მამუკა ხაზარაძე 26 მაისს მსვლელობას აანონსებს

24.05.23 23:34
საქართველო რუსეთის გუბერნია არასდროს გახდება! - მამუკა ხაზარაძე 26 მაისს მსვლელობას აანონსებს

ვუთხრათ არა რუსულ მთავრობას! -  "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციას აანონსებს. ამის შესახებ ოპოზიციონერი ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. მამუკა ხაზარაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, 26 მაისს უნივერსიტეტის პირველი კოპრუსის ეზოში შეიკრიბონ და მსვლელობა მოაწყონ. 

მამუკა ხაზარძე წერს, რომ საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაშია და ქვეყანა რუსეთის გუბერნია არასდროს გახდება. 

ევროპული იდეა ეროვნული იდეაა!
მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ 26 მაისს, 15:00 საათზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით და მოვაწყოთ მსვლელობა, ვანახოთ მსოფლიოს ქართველი ხალხის არჩევანი. ვაჩვენოთ, სადაა ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გარანტია. ესაა ჩვენი ქვეყნის საუკუნოვანი არჩევანი, ესაა ჩვენი მოქალაქეების 80%-ზე მეტის არჩევანი.
საქართველოს არ დავუთმობთ რუსულ იმპერიას! საქართველო არ გახდება რუსეთის გუბერნია! ვუთხრათ არა რუსულ მთავრობას!
ერთად დავდგეთ, ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი შვილების მომავლისთვის!
გელოდებით ყველას უნივერსიტეტის ბაღში, ვისაც ევროპა ქვეყნის მომავალი ჰგონია. მიუხედავად პარტიულობისა, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ვაჩვენოთ ერთიანობა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს!
ევროპული არჩევანი ეროვნული არჩევანია!, - წერს ხაზარაძე