ურალის ცეკვის ანსამბლი, რომელიც ღიად უჭერს მხარს უკრაინაში ომს, თბილისშია
"სირცხვილიას" ინფორმაციით, ურალის ცეკვის ეროვნული ანსამბლი, რომელიც რუსეთში სამთავრობო დაფინანსებას იღებს და ღიად უჭერს მხარს უკრაინაში ომს, თბილისშია.
მოძრაობამ ანსამბლის თბილისში ყოფნის ამსახველ ფოტომასალა რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა.
"ანსამბლი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, კრემლის გამართულ კონცერტზე იცეკვა, ხოლო იქამდე ჩატარებული კონცერტი რუს მეომარს მიუძღვნა, საქართველოში ვერ უნდა შემოდიოდეს", - წერს სირცხვილია.
ირკვევა, რომ აქტივისტებმა რუსული ეროვნული ანსამბლის ყოფნა საქართველოში გააპროტესტეს და მათ ავტობუსზე ანტირუსული წარწერები გააკეთეს.