ევროკავშირის დროშა გურიაშიც გაქრა - ოპოზიცია ხელისუფლებას პრორუსულ თამაშებში ადანაშაულებს

25.05.23 12:03
ევროკავშირის დროშა გურიაშიც გაქრა - ოპოზიცია ხელისუფლებას პრორუსულ თამაშებში ადანაშაულებს

26 მაისს საზეიმო ღონისძიებების ატრიბუტიკაში, საქართველოს ეროვნულ დროშასთან ერთად, ევროკავშირის დროშა გურიაშიც არ იქნება. 

ცნობილია, რომ ოზურგეთში რეაბილიტაცია ევროკავშირის გრანტებით ფინანსდება. გურიის სამოქალაქო აქტივისტებმა, ხელისუფლება პრორუსულ თამაშებში ამხილეს.

პოლიტიკოსების თქმით კი, "ქართული ოცნება" ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას ცდილობს: 

"ევროკავშირის დროშების გაქრობაც ემსახურება "ქართული ოცნების" პოლიტიკას. ისინი უმტკიცებენ რუსეთს ერთგულებას და ეტაპობრივად ცდილობენ, რომ ნელ-ნელა შეგვაყვარონ, რომ საქართველო რამენაირად დააბრუნონ რუსულ ორბიტაზე, მაგრამ ეს ქართულ ოცნებას არ გამოუვა" - თქვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით მჟავანაძემ.