საქართველოს მთავრობა გვარწმუნებს, რომ პროევროპულია, მაგრამ მეორე დღეს საპირისპიროს აკეთებს - გერმანელი პოლიტიკოსი
"მთავრობა გვარწმუნებდა, რომ პროევროპულები არიან, რომ რუსეთისგან ზეწოლას განიცდიან, მაგრამ მეორე დღეს სრულიად საპირისპიროს აკეთებენ" - ამის შესახებ "პირველებს" ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, ფალკო დროსმანმა განუცხადა.
მისი თქმით, როცა გაიგო, რომ რუსეთთან ფრენებ აღდგა, ძალიან გაკვირვებული დარჩა:
"საქართველოს ევროპული მომავლისთვის უნდა დავრწმუნდეთ, რომ არჩევნები იქნება ძალიან თავისუფალი და სამართლიანი. ყველა პოლიტიკურ პარტიას ექნება არჩევის შანსი, თუ ეს ასე არ იქნება ქვეყანას ექნება ფუნდამენტური პრობლემები ევროპულ ოჯახთან შეერთების გზაზე. პასუხისმგებლობა ამისა ეკისრება ნებისმიერ ქართველს. პირველ რიგში ჩვენ ქართული საზოგადოების იმედი გვაქვს, არ იქნება სწორი საქართველოს არჩეული დეპუტატებისთვის იმის თქმა,რომ სანქცირებული ხართ. ყველაფერი ახლა არჩევნებზეა დამოკიდებული. როცა გავიგე, რომ ფრენები რუსეთთან აღდგა ძალიან გაკვირვებული დავრჩი, რადგან საქართველოში ვიზიტის დროს მთავრობა გვარწმუნებდა, რომ არიან პროევროპულები, რომ რუსეთისგან ზეწოლას განიცდიან, მაგრამ მეორე დღეს სრულიად საპირისპიროს აკეთებენ, საქართველოს გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღოს, მაგრამ ჩემთვის, როგორც გერმანელი პოლიტიკოსისთვის ნამდვილი მოულოდნელობა იყო" - ამბობს ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი, ფალკო დროსმანი.
პოლიტიკოსიმა განცხადებები პარტია "ლელოს" წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია ბუნდესტაგში ოფიციალურ შეხვედრებს გერმანიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის წევრებთან მართავენ.
ქართველი პოლიტიკოსები ევროპელ პოლიტიკოსებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე აწვდიან ინფორმაციას და ცდილობენ, ისინი დაარწმუნონ, რომ ქართველი ხალხი EU-ს კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.