კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში მთავარი დაბრკოლება "ქართული ოცნების" ხელისუფლება - სალომე სამადაშვილი

25.05.23 12:52
კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში მთავარი დაბრკოლება "ქართული ოცნების" ხელისუფლება - სალომე სამადაშვილი

კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში მთავარი დაბრკოლება "ქართული ოცნების" ხელისუფლება - ამის შესახებ "პირველებს" ლალოს ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განუცხადა. 

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, პარტიის ლიდერებთან ერთად ბუნდესტაგში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. სამადაშვილის განცხადებით, გერმანიაში საქართველოს მიმართ ერთმნიშვნელოვნად კეთილგანწყობაა.

მისი თქმით, გერმანიაში ამბობენ, რომ ხელისუფლება პირდაპირ ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ ღირებულებას და დგამს ნაბიჯებს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოთხოვნებს.

გერმანიაში არის ერთმნიშვნელოვნად კეთილგანწყობა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მიმართ, მაგრამ ამავე დროს, ხელისუფლების პოლიტიკა, რომელსაც "ქართული ოცნება" აწარმოებს, პირდაპირ ქმნის სერიოზულ დაბრკოლებას, ამ პოლიტიკური მხარდაჭერის გამოყენებისთვის.

ჩვენ ძალიან ხშირად გვეკითხებიან, რომ როგორ შეიძლება ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივცეთ ამ ხელისუფლების პირობებში თქვენ ქვეყანას, როდესაც ხელისუფლება პირდაპირ ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ ღირებულებას დგამს ნაბიჯებს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის მოთხოვნებს.

ჩვენი გზავნილი არის, რომ ყველა შემთხვევაში ჩვენმა ქვეყანამ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ამავე დროს ნათელი ხდება, რომ დღეს მთავარი დაბრკოლება კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში ეს არის სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლება" - ამბობს, პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი.

ოპოზიცია ცდილობს, ევროპელი პოლიტიკოსები დაარწმუნოს, რომ საქართველომ სტატუსი უნდა მიიღოს. 
"ლელო საქართველოს ლიდერები გერმანიის პარლამენტში მოლაპარაკებებს სწორედ ამ თემაზე მართავენ. საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელ პირველ პირებთან შეხვედრაზე, ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდის მთავარი თემა სწორედ თქვენთვის სტატუსის მიღებაა. 

ოპოზიციის ლიდერები ცდილობენ, დაარწმუნონ ევროპელი პოლიტიკოსები რომ ევროპა ქართველი ხალხის არჩევანია, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს ევროპას  და რომ მთავრობის პოზიცია, ხალხის ნებას არ გამოხატავს.