ბიძინა ივანიშვილს უკრაინამ სანქცირების კანდიდატის სტატუსი მიანიჭა
ბიძინა ივანიშვილს უკრაინამ სანქცირების კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ახლა უკვე ყველაფერი პრეზიდენტ ზელენსკის ხელმოწერაზეა დამოკიდებული.
პოერტალზე, "ომი და სანქციები", რომელიც შექმნილია უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოსა და უკრაინის საგარეო სამინისტროს მიერ, ბიძინა ივანიშვილის დოსიე უკვე ატვირთულია. "ქართული ოცნების" ფამფუძნებელი სანქციების მომლოდინეთა სიაშია.
ოფიციალური კიევი პირდაპირ ასახელებს მიზეზებს თუ რატომ უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი - "ის დაახლოებულია რუსულ ელიტასთან და ეხმარება ოკუპანტს სანქციებისგან თავის არიდებაში".
დოკუმენტის თანახმად, ივანიშვილს მჭიდრო კავშირები აქვს ვლადიმერ ევტუშენკოვთან და გრიგორი პოლტავჩენკოვთან.
პორტალზე გამოქვეყნებულ განმარტებაში პირდაპირ წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მთავრობას არაფორმალურად აკონტროლებს. დასახელებულია კონკრეტული გვარებიც, ვისი საშუალებითაც აკონტროლებს ოლიგარქი საქართველოს ხელისუფლებას.
პირველი - მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილია, სიაშია ირაკლი ქარსელაძე და გიორგი ბაჩიაშვილი.
უკრაინა ევროკავშირსა და ამერიკას მიმართავს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი სანქცირებულთა სიაში მოხვდეს, რადგან ის პასუხისმგებელია ომის დაფინანსებაზე და უკრაინის სუვეტენიტეტის საფრთხის შეცვლაზე.
ბიძინა ივანიშვილი არის ე.წ. „საქართველოს არაფორმალური მმართველი“, რომელიც აკონტროლებს საქართველოს მთავრობას. მას აქვს მჭიდრო კავშირი რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან, ლობირებს რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის - ვლადიმერ ევტუშენკოვის ინტერესებს რუსეთსა და საქართველოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლით, საქმიანი ინტერესები აქვს პეტერბურგის გუბერნატორ გეორგი პოლტავჩენკოსთან. ეხმარება რეჟიმს, რომელიც ამზადებდა და აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.
ეწინააღმდეგება გაეროს ნორმატიულ დოკუმენტებს, რომლის ფარგლებშიც ხდება კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, უკრაინელი ხალხის გენოციდის აღიარება. ამრიგად, სუბიექტი პასუხისმგებელია მატერიალურ ან ფინანსურ მხარდაჭერაზე იმ ქმედებებისთვის, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას"- წერია განცხადებაში.