საქართველოში მძიმე მდგომარეობაა, პოლიტიკური პოლარიზაცია მთავარი პრობლემაა - გზავნილები ბუნდესტაგიდან
საქართველოს ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ არიან პროევროპელები, თუმცა სრულიად საპირისპიროს აკეთებენ - ასეთი გზავნილები ისმის ბუნდესტაგიგად, გერმანელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც აქტიურად აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი ნიკო ტიპელტი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში მძიმე მდგომარეობაა, პოლიტიკური პოლარიზაცია კი მთავარი პრობლემად რჩება.
მმართველი ძალა გვარწმუნებს, რომ არის პროევროპელი, რომ უნდათ ევროკავშირი, მაგრამ ჩნდება სხვადასხვა ეჭვები, ისინი არიან რუსეთთან თუ უფრო ევროკავშირთან. ვხედავთ, რომ საქართველოში მძიმე მდგომარეობაა, პოლიტიკური პოლარიზაცია მთავარი პრობლემაა. იმედი მაქვს მომდევნო არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იქნება. ქართველი ხალხისთის საუკეთესო გვინდა, ამიტომ, იმედი გვაქვს ევროკავშირის მომავალი წევრები იქნებით". -აცხადებს ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი ნიკო ტიპელტი.
პარტია "ლელო" ბერლინში შეხვედრებს აგრძელებს. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დელეგაციის წევრები ბუნდესტაგის დეპუტატებს ხვდებიან.
ოპოზიციის ლიდერები ცდილობენ, დაარწმუნონ ევროპელი პოლიტიკოსები რომ ევროპა ქართველი ხალხის არჩევანია, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს ევროპას და რომ მთავრობის პოზიცია, ხალხის ნებას არ გამოხატავს.