ივანიშვილს ქვეყნის და ხალხის სიყვარულს ვერ პატიობენ - კალაძე

25.05.23 13:36
ივანიშვილს ქვეყნის და ხალხის სიყვარულს ვერ პატიობენ - კალაძე

თბილისი მერი ბიძინა ივანიშვილს აქებს, მას ქველმოქმედს უწოდებს და ვერანაირ საფუძველს ვერ ხედავს, რომ უკარინამ ქართველ ოლიგარქს სანქციები დაუწესოს.

კალაძე ამბობს, რომ ის მოვლენები, რაც ახლა ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ მიმდინარეობს, იმით არის გამოწვეული, რომ ქართველ ოლიგარქს ქვეყნის და ხალხის სიყვარულს ვერ პატიობენ. 

ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მეცენატი, ქველმოქმედი, რომელსაც ბევრი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვსი და ხალხისთვის. არვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ 2011 წელს ამ ადამიანმა გადადგა კონკრეტული ნაბიჯი პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით. მას თავისუფლად შეეძლოა უარი ეთქვა ამ ყველაფერზე, წასულიყო ნებისმიერ ქვეყანაში და მშვიდად ეცხოვრა, მაგრამ ეს ადამიანი შეყვარებული ტავის ქვეყანაზე და თავის ხალხზე და განიცდის და განიცდიდა რა ხდებოდა ქვეყანაში და გადადგა ეს მნიშვნეკოვანი ნაბიჯი. ის, რაც ახლა ხდება მის ირგვლივ გამოწვეულია იმით, რომ ამ ადამიანს ვერ პატიობენ პატრიოტიზმს და ქვეყნის და ხალხის სიყვარულს". - ამბობს კალაძე.

ბიძინა ივანიშვილს უკრაინამ სანქცირების კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ახლა უკვე ყველაფერი პრეზიდენტ ზელენსკის ხელმოწერაზეა დამოკიდებული. უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს სამთავრობო პორტალზე, ბიძინა ივანიშვილის დოსიე უკვე ატვირთულია და მას თან მოსდევს დასაბუთებაც, რატომ იღებს მისი სნაქიცრების გადაწყვეტილებას ოფიციალური კიევი. 

მონაცემების თანახმად, რომელიც ზელენსკის გუნდმა შეაგროვა, ბიძინა ივანიშვილი პუტინის ომის მხარდამჭერად და ფინანსურ ხელ-შემწყობად არის გამოცხადებული.