ბერლინის პოლიტიკურ წრეებში "ოცნების" პრორუსულ პოლიტიკასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ - გეგელია

25.05.23 14:35
ბერლინის პოლიტიკურ წრეებში "ოცნების" პრორუსულ პოლიტიკასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ - გეგელია

პარტია "ლელო" წევრის, გრიგოლ გეგელიას თქმით, ბერლინის პოლიტიკურ წრეებში რუსულ ფრენებთან და საქართველოს მთავრობის პრორუსულ პოლიტიკასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ.

ოპოზიციონერი ამბობს, რომ ბუნდესტაგის წარმომადგენლები ერთხმად ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლების საგარეო კურსი თავსებადი არ არის ევროპულ ინტეგრაციასთან.

შეშფოთება რუსულ ფრენებთან და საქართველოს მთავრობის პრორუსულ პოლიტიკასთან დაკავშირებით არის ძალიან დიდი და ძალიან ღიად გამოხატული ბერლინის პოლიტიკურ წრეებში. უკლებლივ ყველა პოლიტიკური ოჯახის წარმომადგენელი ერთხმად ამბობს, რომ ეს კურსი, რაც ხელისუფლებას უკავია, არ არის თავსებადი ევროპულ ინტეგრაციასთან. საქართველოს ევროპული კურსი ზარალდება და ხდება საბოტირება მართლაც უნიკალური მომენტისა, რომელიც ახლა საქართველომ უნდა გამოიყენოს. ჩვენ რა თქმა უნდა ვისაუბრეთ 12 პუნქტთან დაკავშირებით".- ამბობს გეგელია.

პარტია "ლელო" ბერლინში შეხვედრებს აგრძელებს. მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დელეგაციის წევრები ბუნდესტაგის დეპუტატებს ხვდებიან.

ოპოზიციის ლიდერები ცდილობენ, დაარწმუნონ ევროპელი პოლიტიკოსები რომ ევროპა ქართველი ხალხის არჩევანია, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს ევროპას  და რომ მთავრობის პოზიცია, ხალხის ნებას არ გამოხატავს.