სანქციებით შანტაჟით ივანიშვილს ქვეყნის განადგურებას ვერ აიძულებენ - ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებას ეხმიანება - როგორც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, "სანქციებით შანტაჟით ივანიშვილს ვერ აიძულებენ, ხელი მოაწეროს ქვეყნის განადგურებას".
მისი თქმით, "ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები უკვე დიდი ხანია, მოქმედებს"
ეს არის დე ფაქტო სანქციები, რომლებიც მოქმედებს შვეიცარული ბანკის მეშვეობით. ბიძინა ივანიშვილმა წერილით გაახმოვანა ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა მასთან კონკრეტულ კომუნიკაციას და მან აღნიშნა, რომ არის მის მიმართ გარკვეული მოთხოვნა და ის არ შეასრულებს არცერთ შემთხვევაში ისეთ მოთხოვნას, რომელიც, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ჩვენი ქვეყნის განადგურებას. ვერავითარი სანქციის შანტაჟის ქვეშ ბიძინა ივანიშვილს ვერ აიძულებენ, რომ ხელი მოაწეროს საკუთარი ქვეყნის განადგურებას" - განაცხადა მან.
ირაკლი კობახიძემ ისევ მეორე ფრონტზე ისაუბრა და ტქვა, რომ უკრაინელი მაღალჩინოსნები საქართველოში მეორე ფრონტსს პირდაპირ ითხოვენ.
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი ითხოვენ მეორე ფრონტს საქართველოში და, მეორე მხრივ, ცდილობენ, რაღაც შანტაჟის ინსტრუმენტი აამოქმედონ. როცა, ერთი მხრივ, ითხოვ მეორე ფრონტს საქართველოში და, მეორე მხრივ, ითხოვ სანქციებს, აქ ძალიან ნათლად ჩანს, რა არის მათი ინტერესი. მათ სურთ დაშანტაჟება მეორე ფრონტის სანაცვლოდ"- დასძინა ირაკლი კობახიძემ.
ბიძინა ივანიშვილს უკრაინამ სანქცირების კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ახლა უკვე ყველაფერი პრეზიდენტ ზელენსკის ხელმოწერაზეა დამოკიდებული. უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს სამთავრობო პორტალზე, ბიძინა ივანიშვილის დოსიე უკვე ატვირთულია და მას თან მოსდევს დასაბუთებაც, რატომ იღებს მისი სნაქიცრების გადაწყვეტილებას ოფიციალური კიევი.
მონაცემების თანახმად, რომელიც ზელენსკის გუნდმა შეაგროვა, ბიძინა ივანიშვილი პუტინის ომის მხარდამჭერად და ფინანსურ ხელშემწყობად არის გამოცხადებული.