არაფერი გამიკვირდება - მდინარაძე ივანიშვილის დასანქცირებას არ გამორიცხავს
ეს არის პასუხი უარზე, რომ ქვეყანაში "მეორე ფრონტი" არ გაიხსნა - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" ერთ -ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე უკრაინის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებას.
მდინარაძის თქმით, არანაირი სანქცია არ გაუკირდება იმის ფონზე, რომ საქართველომ ომში ჩართვაზე უარი თქვა.
"თუ არგუმენტაცია არის ვიღაცასთან დაახლოება, აქაც ესე იგი მტკიცებულებების გარეშეა საუბარი, აქაც ისეთივე აბსურდული მტკიცებულებებია, როგორც სხვა შემთხვევაში მოვისმინეთ ხოლმე, მტკიცებულებები ბრჭყალებში, რა თქმა უნდა. გასაკვირი არ არის, ნამდვილად არ გამკვირვებია, იქიდან გამომდინარე, რომ თავის დროზე, სამწუხაროდ, რუსეთის ხელისუფლების ბევრმა ლიდერმა მოიცალა ჩვენთვის და რუსეთის მიერ საოკუპაციო ომის წარმოების პარალელურად და კვალდაკვალ, მოიცალა იმისთვის, რომ საქართველოსთვის ერთი მხრივ რაღაცები დაებრალებინა, მეორე, ამ ქვეყნისთვის ომში ჩართვა და მეორე ფრონტის გახსნა აქ, საქართველოში, პირდაპირ მოეთხოვათ. ამის არ შესრულების ფონზე, არანაირი სანქცია არ გამიკვირდება მათი მხრიდან და ცალკეული წარმომადგენლები შეიძლება ამაზე ზრუნავენ კიდევაც. ეს არის პასუხი უარზე, რომ მეორე ფრონტი ამ ქვეყანაში არ გაიხსნა, თუ ეს ასეა", - თქვა მდინარაძემ.
ბიძინა ივანიშვილს უკრაინამ სანქცირების კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ახლა უკვე ყველაფერი პრეზიდენტ ზელენსკის ხელმოწერაზეა დამოკიდებული. უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს სამთავრობო პორტალზე, ბიძინა ივანიშვილის დოსიე უკვე ატვირთულია და მას თან მოსდევს დასაბუთებაც, რატომ იღებს მისი სნაქიცრების გადაწყვეტილებას ოფიციალური კიევი.
მონაცემების თანახმად, რომელიც ზელენსკის გუნდმა შეაგროვა, ბიძინა ივანიშვილი პუტინის ომის მხარდამჭერად და ფინანსურ ხელ-შემწყობად არის გამოცხადებული.