უნდა ვიღვაწოთ, რომ სირთულეებმა გავლენა არ მოახდინოს რუსული ეკლესიის, როგორც გადამრჩენლის როლზე - რუსეთის პატრიარქი

25.05.23 15:24
უნდა ვიღვაწოთ, რომ სირთულეებმა გავლენა არ მოახდინოს რუსული ეკლესიის, როგორც გადამრჩენლის როლზე - რუსეთის პატრიარქი

უნდა ვიღვაწოთ, რომ სირთულეებმა გავლენა არ მოახდინოს რუსული ეკლესიის, როგორც გადამრჩენლის როლზე - ასეთი სიტყვებით მიმართა რუსეთის პატრიარქმა კირილმა ლიტურგიისას ტაძარში შეკრებილ  დუმის დეპუტატებს და პუტინის მთავრობის წევრებს.

რუსეთის პატრიარქმა ამბიონიდან მადლობა გადაუხადა ვლადიმერ პუტინს და ასევე თქვა, რომ კოლფლიქტში, რომელიც უკრაინის მიწაზე მიმდინარეობს, რუსული ეკლესია თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის.

მრჩება დარდი იმ ყველაფერზე, რაც ხდება უკრაინის მიწაზე, მაგრამ გვჯერა, რომ ეს კონფლიქტი, რომელიც პროვოცირებულია რადიკალური პოლიტიკური ჯგუფების მიერ, იქნება გადალახული და ჩვენი ეკლესია, რომელმაც შეინარჩუნა ერთიანობა, შეძლებს თქვას თავისი სიტყვა. მინდა გულწრფელი მადლობა ვუთხრა ჩვენს პრეზიდენტს და ჩვენს მთელს მთავრობას, რომელიც მხარს მიჭერენ ვატარო პატრიარქის ჯვარი და რომლებიც ახლა, ისტორიული გამოწვევების მიუხედავად, ასრულებენ მათ მოვალეობას. ჩვენ უნდა ვიღვაწოთ, რომ განმტკიცდეს კეთილსინდისიერება ჩვენს ხალხში და ამ საუკუნის პერიპეტიებმა და სირთულეებმა არ მოახდინოს გავლენა რუსული ეკლესიის, როგორც გადამრჩენლის როლზე". - განაცხადა რუსეთის პატრიარქმა. 

 მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობას ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილიც იღებდა.