მთავრობა ხვდება, რომ EU-ს უფსკრულისკენ მივყავართ - პრორუსული ძალები ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდიან

25.05.23 15:16
მთავრობა ხვდება, რომ EU-ს  უფსკრულისკენ მივყავართ - პრორუსული ძალები ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდიან

პრორუსული ძალები საქართველოში ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდიან, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პარლამენტის ფასადიდან ევროკავშირის დროშები გააქრო.

"ჩვენი დამსახურებაა" -ამბობს, 5 ივლისის ძალადობრივი აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი. კოკა მორგოშია დარწმუნებულია, რომ ორჯერ პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხევამ თავისი შედეგი გამოიღო. 

"გადაწყვეტილებებს ჩვენ ვერ მივიღებთ, გადაწყვეტილებებს იღებს მთავრობა, როგორც რუსეთში ასევე საქართველოში. მე არ მომწონს მათი გადაწყვეტილების დიდი ნაწილი, თუმცა ვიძახი და ვამბობ, რაც კარგი კეთდება მაგას აღვნიშნავ.

გადაწყვეტილება სწორია, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს უნდა იყოს მხოლოდ საქართველოს ეროვნული დროშა და არანაირი ევროკავშირი, უკრაინა ან ესტონეთი.

მთავრობა ხვდება იმას, რომ ევროკავშირს მივყავართ უფსკრულისკენ" - ამბობს კოკა მორგოშია.

მისი თქმით, "ალტ-ინფო" მოსკოვთან ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს.