"თუ "ოცნება" კინწისკვრით არ გავყარეთ, მომავალ წელს რუსეთის დროშას გამოფენენ" - ლევან ხაბეიშვილი
თუ ხალხმა ქმედითი ნაბიჯები არ გადადგა, მოვალ წელს მთავრობა რუსთაველზე რუსეთის დროშას გამოფენს - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობოს" თავმჯდომარემ განაცხადა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" პირობებში ქვეყნის რუსეთიზაცია მიმდინარებს.
ეს არის კონკრეტული გზავნილი, (26 მაისის ღონისძიებიდან ევროკავშირის დროშის გაქრობა) როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ მიმდინარეობს ამ ქვეყნის რუსეთიზაცია, რომ უკვე ისინი ღიად ანტიევროპულ კამპანიას ეწევიან, არ გაგიკვირდეთ თუ ასე გაგრძელდა, ქართველმა ხალხმა თუ არ ვივაჟკაცეთ და ესენი არ გავყარეთ კინწისკვრით, მომავალ წელს ამ დროს ისინი უკვე რუსეთის დროშას გამოფენენ" - თქვა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს დედაქალაქში მშვიდობიანი მსვლელობაა დაგეგმილი. შეკრება, ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით ხელში სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან დაიწყება.