პუტინის მეხოტბე მოცეკვავეთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ თბილისში მოსალოცად იმყოფება

25.05.23 15:53
პუტინის მეხოტბე მოცეკვავეთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ თბილისში მოსალოცად იმყოფება

რუსული ანსამბლი "ურალი" თბილისში - პუტინის მეხოტბე მოცეკვავეთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ საქართველოში ექსკურსიაზე ჩამოვიდნენ. 

ანსამბლის წევრებუ, რომლებიც უკრაინაში ომს უჭერს მხარს და კრემლში გამართულ კონცერტებზე ცეკვავენ, ამბობენ, რომ თბილისში ეკლესია მონასტრების დასათვალიერებლად იმყოფებიან.

"ავტობუსი დაქირავებულია, რათა აქ ჩამოვსულიყავით და მოგვენახულებინა საქართველოს წმინდა ადგილები, ავტობუსი დაქირავებულია. ჩვენ არ ვართ ოკუპანტები, ჩვენ ვართ ერთმორწმუნეები, მე სხვას ვერაფერს გეტყვით, ჩვენ აქ სასულიერო მისიით ვართ ჩამოსულები" - ამბობს ანსამბლის მონაწილე.

აპროპაგანდისტი მოცეკვავეების ავტობუსი ქალაქის ცენტრში უკვე რამდენიმე დღეა დგას. სამოქალაქო აქტივისტებმა მათი ავტობუს პროტესტის ნიშნად საღებავები შეასხეს.