უცნაურია - მამუკა მდინარაძე მეუფე ნიკოლოზის მოსკოვში ვიზიტზე

25.05.23 15:45
უცნაურია - მამუკა მდინარაძე მეუფე ნიკოლოზის მოსკოვში ვიზიტზე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე მეუფე ნიკოლოზის მოსკოვში ვიზიტს უცნაურს უწოდებს .

მდინარაძის თქმით, ეს მისი შესაფასებელი არ არის, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ასეთ უცნაურობებს ახსნა დროის გასვლის შემდეგ გამოუჩნდება.

განსაკუთრებულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. უცნაურია, მხოლოდ ამით შემოვიფარგლები. უცნაურია, რომ ეს ადამიანი (მეუფე ნიკოლოზი) საპატრიარქოს თანხმობის გარეშე აღმოჩნდა, თუ მისი ეგიდით რომ არ არის ასე წასული რუსეთის პატრიარქთან, თუმცა ეს ჩემი შესაფასებელი შეიძლება არც იყოს. ასეთი უცნაურობები, როგორც მინიმუმ ხშირად გვაქვს ხოლმე ჩვენ საინფორმაციო ველზე და მერე, დრო რომ გადის, ახსნები აქვს ხოლმე. თუმცა, ნაჩქარევი კომენტარისგან თავს შევიკავებ". - აღნიშნა მამუკა მდინარაძე. 

მეუფე ნიკოლოზი  რუსული ტაძრის ამბიონზე. ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგიაში იღებს მონაწილეობას. ინფორმაციას მოსკოვის საპატრიარქოო ავრცელებს. კადრებით ირკევაა, რომ ამბიონზე გავლენიანი მღვდელმთავარი რუსეთის პატრიარქის, კირილის გვერდით დგას. ამ ლიტურგიას ესწრებიან რუსეთის დუმის დეპუტატები და პუტინის მთავრობის წევრებიც.

საქართველოს საპატრიარქოში მედიას ეუბნებიან, რომ მეუფე ნიკოლოზის რუსეთში სტუმრობის შესახებ არაფერი იციან, თავად ნიკოლოზ ფაჩუაშვილი კი "პირველების" ზარებს არ პასუხობს.