Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის ტრანზიტულ ფრენებს იწყებს - რუსული მედია

25.05.23 16:08
Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის ტრანზიტულ ფრენებს იწყებს - რუსული მედია

რუსული RTVI-ს ინფორმაციით, 15 ივნისიდან ქართული კომპანია, Georgian Airways რუსეთის მოქალაქეებისთვის თბილისიდან ევროპაში ტრანზიტულ რეისებს შეასრულებს.

RTVI-ის მტკიცებით, ინფორმაცია მათ ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა დაუდასტურა. 

გაიაშვილი რუსულ მედიას ეუბნება, რომ გეგმებში შედის ხუთი ევროპული ქალაქი: მილანი, პარიზი, ვენა, ლარნაკა, სალონიკი.

დავიწყებთ 15 ივნისს. ვნახოთ, როგორ წავა ეს საქმე. ვფიქრობთ, რომ ამ მარშრუტებზე საკმარისი მოთხოვნა იქნება. თბილისის გავლით უფრო მოსახერხებელი და სწრაფი იქნება, ვიდრე სხვა მიმართულებით“, - განუცხადა RTVI-ს თამაზ გაიაშვილმა.