ხაბეიშვილის ახალი წესდება - ენმ-ს თავმჯდომარეს თანაპარტიელები სადამსჯელო ღონისძიების მოწყობაში ადანაშაულებენ
"ნაციონალურ მოძრაობაში" ახალმა დაპირისპირებამ იფეთქა. ლევან ხაბეიშვილს თანაპარტიელები სადამსჯელო ღონისძიების მოწყობაში ადანაშაულებენ. კონფლიქტის მიზეზი პარტიის ახალი წესდება გახდა. დოკუმენტი, რომელიც პარტიის ახალმა მენეჯმენტმა დაამტკიცა.
ახალი წესდებით, თუ პარტიის რომელიმე წევრის განცხადება "ნაცმოძრაობაში" არ მოეწონებათ, ამ ადამიანს პარტიის გენერალური მდივანი და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ერთპიროვნულად, ყოველგვარი მსჯელობის გარეშე გარიცხავენ. წესდებაშია კიდევ ერთი სადავო პუნქტიც, რომლის მიხედვითაც 2024 წელს ვინ უნდა იყოს პარლამენტში ენმ-დან ამის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას მიიღებს ლევან ხაბეიშვილი.
ძველი წესდებით პოლიტსაბჭოს უმრავლესობის უმრვალეობას უნდა ეთქვა, რომ ყველაზე მძიმე სანქცია უნდა გამოეყენებინათ თანაგუნდელის მიმართ და გაერიცხათ პარტიიდან.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, რომ ეს ცვლილები ეწინააღმდეგება პარტიის ფუნდამენტურ პრინციპებს. სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ პარტიიდან წევრის გარიცხვის შესახებ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება, დაუშვებელია.
ერთპიროვნულ მმართველობას ვემიჯნებით, რითიც განვსხვავდებოდით და უნდა განვსხვავდებოდეთ "ოცნებისგან". ეს არის თავიდან ბოლომდე თავისუფლაი აზრის დევნა, რაც დაუშვებელია. ეს არ არის ერთია დამიანის პარტია. ეს არის ხალხის პარტია. ეს ცალსახად არის დაუშვებელია. თუ გვაქვს იმის ამბიცია, რომ სამომავლოდ კოალიციური მმართველობა უდნა არსებობდეს ქვეყანაში, დღეს თუ ჩვენ არ შეგვიძლია პარტია იმართოს კოალიციურად და განსხვავებული აზრი არსებობდეს, მაშინ რაზეა საუაბრი. საპარლამენტო სი, რა თქმა უნდა, ერთპიროვნულად არ უნდა იწერებოდეს, ეს დაუშვებელია". - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
რაც შეეხბენა ენმ-დან წასულ წევრებს, ისინი აცხადებენ, რომ რამდენიმე ადამიანის გადაწყვეტილებით, პარტიიდან განსხვავებული აზრის გამო, თანაგუნდელის გარიცხვა შიდაპარტიული დემოკრატია არ არის.
ნებისმიერ შემთხვევაში, პარტიიდან გარიცხვა იმ ადამიანების, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ და ეს გადაწყვეტილება მიღებული იყოს რამდენიმე ადამიანის მიერ, ეს არ არის შიდაპარტიული დემოკრატია. ასევე შიდაპარტიული დემოკრატიისთვის, საპარლამენტო სიის დამტკიცება, დაწერა, შერჩევა ადამიანების, უნდა ხდებოდეს ღია გამჭვირვალე მეთოდით. შიდაპარტიული დემოკრატია არის ის, რაც ყველა პარტიას სჭირდება, რასაც ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ "ნაციონალურ მოძრაობაში". - ამბობს ხატია დეკანოიძე.
თავად პარტიის ახალი თავმდჯომარე კი განსხვავებული აზრის მქონე თანაგუნდელებს სხვა პარტიის გაკეტებას ურჩევს და ვერ ხვდება საკითხი განხილვის საგანი რატომ გახდა.
ცოტა არასერიოზულია... დრო დაკარგეთ ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში და არა ხაბეიშვილთან და "ნაციონალური მოძრაობის" გარჩევასთან. ეს არის ჩემი რჩევა. შიდაპარტიული ამბავი რატომ არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის საინტერესო, ვერ ვხდები. თუ ვინმე ემიჯნება თავისი საკუთარი განცხადებებით "ნაციონალურ მოძრაობას" ეს მისი პრობლემაა და მათ აქვთ კონსტიტუციური უფლება, გააკეთონ სხვა პარტია". - ამბობს ხაბეიშვილი.