"Georgian Airways-ი ძალიან საშიშ თამაშს თამაშობს, სანქცია გამორიცხული არ არის" - გიორგი კოდუა

25.05.23 17:53
"Georgian Airways-ი ძალიან საშიშ თამაშს თამაშობს, სანქცია გამორიცხული არ არის" - გიორგი კოდუა

"ძალიან საშიშ თამაშს თამაშობს Georgian Airways,  სანქცია არ არის გამორიცხული"- ასე აფასებს  "ეარ ჯორჯია"-ს დამფუძნებელი გიორგი კოდუა "აირზენას" გადაწყვეტილებას, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის ტრანზიტულ ფრენებს იწყებს.

გიორგი კოდუას თქმით, მაშინ როცა რუსეთს ცივილიზებულმა სამყარომ გზები ჩაუჯეტა, ოკუპანტმა საქართველოსთან "შავი ხვრელი" იპოვა. 

"ჯერ ეს ერთი, ეს რეისი, როგორც მოსკოვი-თბილის-ევროპა, ეს არის უფრო პროპაგანდისტული მიდგომა. რუსეთს არ უნდა და არ უნდივართ. რუსეთის საქართველო უნდა გამოიყენოს სატრანზიტო დერეფნად ისევ და ისევ მიდის ევროპასთან მიმართულება, ანუ ევროპამ, რომ ჩაუკეტა გზები უკრაინა, ბელორუსიის მხრიდან, შეუძლებელია უკვე ის სიკეთე მიიღო რუსეთმა ევროპიდან, საქართველოსთან იპოვა ეს რაღაცნაირად შავი ხვრელი და ბოლო მაინც აქვს ევროპასთან წვდომა და ევროპის სიკეთეების მიღება უნდა საქართველოს გავლით"- თქვა კოდუამ.