ვინმემ გააჩერეთ კალაძე - პაატა მანჯგალაძე

25.05.23 17:18
ვინმემ გააჩერეთ კალაძე - პაატა მანჯგალაძე

ვინმემ გააჩერეთ კალაძე, ამას დღეს ძალიან ბანძი ანტი დასასავლური მესიჯები შეხვდა .
ჯერ თქვა ევროპაზე და ნატოზე წინ ტერიტორიული მთლიანობა წერიაო, თან ისე, რომ ცოცხალი თავით არ ახსენა ვის მიერ არის ოკუპირებული საქართველო - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. 

მისი თქმით,  კახა კალაძეს და დანარჩენ მთავრობას, "გაცხოველებული ურთიერთობა აქვს რუსეთთან": 

ეხლა ევროპას ედავება ერზე მჭმუნვარე დიდი პატრიოტივით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რატომ არ იყო სანქციებიო ?

კახი, ევროპამ და ამერიკამ ერთხმად აღიარეს, რომ 2008 წლის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისას უნდა დაგვედო სანქციები რუსეთისთვისო, შევცდითო, მოძალადესთან თანამშრომლობა ახალისებს აგრესიასო.

შენ და შენს მთავრობას კი ამ დროს და ამ ახალ რეალობაში გაქვთ გაცხოველებული ურთიერთობა რუსეთთან, რაც უკვე არა შეცდომა, არამედ მტერთან პირდაპირი კოლაბორაციაა აღარ გააგრძელო, არავის შერჩენია ეს! “ - პაატა მანჯგალაძე