რით ვეღარ მოვიდა ეს სანქციები?! - დავით ჭიჭინაძე
"ოცნების" ხელისუფლებას მე შეშფოთებას ვერ ვატყობ, ოპოზიციაც საპირისპიროს აკეთებს ყველაფერს"- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საპარლამენტო ოპოზიცია თავის კომფორტს ვერ ელევა.
რით ვეღარ მოვიდა ეს სანქციბი?!
თან ესენი ხომ იდეის კი არა, ფულის საკეთებლად არიან ხელისუფლებაში
და ყველამ კარგად იცის აქ მოპარული ფული სად აქვთ დამალული.
ხოდა დაუყადაღონ !
ჩამოართვან და ხალხს დაუბრუნონ.ანუ, თუ მართლა თვლიან რომ "ოცნების" ხელისუფლება ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ამაში ხელს უწყობს ოპოზიცია;
თუ ქართველი ხალხის ოდნავი პატივისცემა მაინც აქვთ, რადიკალური ზომები უნდა მიიღონ და ზუსტად ის ნაბიჯები გადადგან, რომელიც ამ ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.
მოკლედ, "ოცნების" ხელისუფლებას მე შეშფოთებას ვერ ვატყობ, ოპოზიციაც საპირისპიროს აკეთებს ყველაფერს.
გარდა იმისა რომ საპარლამენტო ოპოზიცია თავის კომფორტს ვერ ელევა, მთავარმა ოპოზიციამ სულ მთლად იდეოლოგიური მტერი, "პატრიოტთა ალიანსი" შეიერთა.ჩვენ კიდე ვსხედვართ და მუდამ რაღაცას ველოდებით"- დავით ჭიჭინაძე