მოსკოვში ვიზიტის შესახებ პატრიარქმა იცოდა, ლოცვაზე დასწრება არ შემითანხმებია - მეუფე ნიკოლოზი

25.05.23 17:39
მოსკოვში ვიზიტის შესახებ პატრიარქმა იცოდა, ლოცვაზე დასწრება არ შემითანხმებია - მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზის მოსკოვში ვიზიტის შესახებ პატრიარქმა იცოდა - ამის შესახებ ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა "პირველებთან" სატელეფონო საუბარში განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, ვიზიტი მოსკოვში ორი თვის წინ დაგეგმა, რუსეთის პატრიარქის ლოცვაზე დასწრების შეთავაზება კი მოულოდნელად მიიღო, რაზედაც ილია მეორისგან ნებართვის მიღება ვერ მოასწრო.

მეუფე ნიკოლოზი პირდაპირ ამბობს, რომ არ ნანობს, რომ რუსეთის პატრიარქთან ერთად ლოცვას დაესწრო.

დიდი ხნით ადრე, დახლოებით 2 თვითა დრე მქონდა დაგეგმილი. ბილეთებიც აღებული მქონდა. შესაბამისად, ეს ბილეთები არ იყო, თუ ესეც გაინტერესებთ. დღეს ამაღლების წირვა ჩავატარე ქართულ ეკლესიაში. გადარჩენილი ქართული ფრესკების გამოფენა ვნახე. რაც შეეხება რუსეთის პატრიაქრის წირვას, ეს წინასწარ არ ვიცოდი. რომ შეიტყვეს, რომ ჩამოვედი, შემომტავაზეს და მე დავთანხმდი. რა თქმა უნდა, მე ქვეყნიდან არასოდეს გავდივარ ისე, რომ პატრიარქთან არ შევათანხმო. მან იცოდა, რომ მე მოსკოვში ვაპირებ გამგზავრებას, მაგრამ ის,რ აც ახლა კონკრეტულად მოხდა, მაგაზე ვერ მოვასწარი პატრიარქისგან ლოცვა-კურთხევის აღება. ამიტომ, გადაწყვეტილება, რომ წირვას დავსწრებოდი მე მივიღე დამოუკიდებლად. მე ახლაც მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქექი, სწორი გადაწყვეტილება იყო". - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.