ვაკეში სროლის დროს დაჭრილი, ფეხბურთელი გუგა ფირცხალავაა
ვაკეში სროლის დროს დაჭრილი, ფეხბურთელი გუგა ფირცხალავაა.
როგორც სტრადას ტანამშრომლები "პირველებს" უყვებიან, უმისამართო სროლისას, სავარაუდო თავდამსხმელს ახალგაზრდა სხვაში შეეშალა და ის სინამდვილეში არ ყოფილა თავდასხმის ობიექტი.
დაჭრილს დაზიანება სავარაუდოდ, მხარის არეში აქვს მიყენებული და ის გადაყვანილია ხეჩინაშვილის კლინიკაში.
მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული და ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.