"ოცნების" ღია განაცხადი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქვეყანაში ევროკავშირის დროშა არ იფრიალებს

25.05.23 20:17
"ოცნების" ღია განაცხადი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქვეყანაში ევროკავშირის დროშა არ იფრიალებს

"ოცნების" ღია განაცხადი - პირველად, მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქვეყანაში ევროკავშირის დროშა არ იფრიალებს. ასეთია ხელისუფლების გზავნილი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლის  85  პროცენტს  უნდა ევროპა, მაგრამ ოცნება მაინც  ჯიუტად რუსეთისკენ მიაქანებს.  2023 წლის 26-ს მაისს საქართველოში აღარც ევროკავშირის დროშები იქნება და აღარც სლოგანი "წინ ევროპისკენ". ეს ფრაზა "თავისუფლების სიყვარულმა " ჩაანაცვლა

ამ ფორმით ოცნებამ დამოუკიდებლობის დღეც კი ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელების თარიღად აქცია.  მმართველმა გუნდმა საგარეო კურსის ცვლილება პრაქტიკულად დაადეკლარირა და თქვა, რომ ისინი არა ევროპას, არამედ რუსეთს ირჩევენ. ღარიბაშვილის ამ ნაბიჯს უკვე ზეიმობენ პრორუსი რადიკალები, მაგრამ სულ სხვა მხარეს დგას ქართველი ხალხი, რომელიც მთავრობის ნაცვლად მოქმედებაზე  თავად გადადის.

 რა გეგმა აქვთ მოქალაქეებს და პოლიტიკურ პარტიებს? ამ წუთებში პარტია ლელოში სამზადისი მიმდინარეობს - უკვე მანქანებშია რის გადანაწილებული ასეულობით დროშა, რომელსაც უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილ მოქალაქეებს დაურიგებენ.

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები