ყველაფერი რუსეთის მოქალაქეებისთვის - ქართული ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" ტრანზიტულ ფრენებს იწყებს

25.05.23 20:20
ყველაფერი რუსეთის მოქალაქეებისთვის - ქართული ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" ტრანზიტულ ფრენებს იწყებს

ყველაფერი რუსეთის მოქალაქეებისთვის - ქართული ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისი ტრანზიტულ ფრენებს იწყებს. თბილისი-მოსკოვი-მილანი, პარიზი,  ვენა, ლარნაკა, სალონიკი - ჯერჯერობით ხუთ ევროპულ ქალაქში რუსები თბილისის გავლით ჩაფრინდებიან. იმას, რასაც დასანქცირებული რუსული ავიაკომპანიები ვერ აკეთებდნენ, ქართული ავიახაზები გააკეთებს. 

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, ოკუპანტმა ახალი გზა ამჯერად  ევროპისკენ გაჭრა, ოღონდ ისევ საქართველოს დახმარებით. ეს სხვა არაფერია, თუ არა რუსეთისთვის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, რაც დასანქცირების პირდაპირ საფუძველი ხდება უკვე აირზენასთვის.

დეტალები ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები