ივანიშვილის ბედი ზელენსკის ხელშია - ოლიგარქის დასანქცირებას მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის ხელმოწერა აკლია

25.05.23 20:43
ივანიშვილის ბედი ზელენსკის ხელშია - ოლიგარქის დასანქცირებას მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის ხელმოწერა აკლია

ბიძინა ივანიშვილის ბედი  ვოლოდიმერ ზელენსკის ხელშია. ოლიგარქის დასანქცირებას ახლა მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტის ერთი ხელმოწერა აკლია. საქართველოს არაფორმალური მმართველი აკონტროლებს მთავრობას, აქვს მჭიდრო კავშირები რუს ოლიგარქებთან, პასუხიმგებელია ომის დაფინანსებაზე, დაახლოებულია რუსულ ელიტასთან და ეხმარება ოკუპანტს სანქციებისგან თავის არიდებაში" - ეს ბიძინა ივანიშვილის დოსიეა, რომელიც უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს  პორტალზე აიტვირთა.

ამ მიზეზების გამო უკრაინამ ივანიშვილი სანქციების წინასწარ სიაში შეიყვანა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სანქციებს ოლიგარქი უკვე  ვეღარ გაექცევა, რადგან უკრაინის შედგენილ სიით მოქმედებს მთელი დასავლური სამყარო. შესაბამისად  შემდეგი ნაბიჯი ამერიკისა  და ევროპისა მიერ  სანქციების პაკეტის მომზადება იქნება. უკრიანის ანტი-კორუფციული სააგენტოს სამთავრობო პორტალზე ივანიშვილის დოსიე უკვე ატვირთულია.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები