ენმ-ს ახალი წესდება - ხაბეიშვილმა ნიკა მელიას ფლანგის წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაცია წამოიწყო

25.05.23 20:57
ენმ-ს ახალი წესდება - ხაბეიშვილმა ნიკა მელიას ფლანგის წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაცია წამოიწყო

ლევან ხაბეიშვილმა ნიკა მელიას ფლანგის წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაცია წამოიწყო. პარტიის ახალ წესდებაში აღმოჩენილია ცვლილება, რომელიც  პრაქტიკულად პოლიტიკური რეპრესიების წინაპირობა ხდება.   თუ პარტიის რომელიმე წევრის განცხადება ნაციონალური  მოძრაობის მენეჯმენტს  არ მოეწონება, ამ ადამიანს  პარტიის გენერალური მდივანი და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ერთპიროვნულად, ყოველგვარი მსჯელობის გარეშე  გარიცხავენ. ეს შიდაპარტიული წესი აქამდეც მოქმედებდა, ოღონდ  მაშინ გადაწყვეტილებას წევრების გარიცხვის შესახებ იღებდა პოლიტსაბჭოს უმრავლესობა  და არა პარტიის კონკრეტული თანამდებობის პირები.

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.