ნარკოტიკების სკანდალი საქართველოში და 80 კგ-მდე ამოღებული „ჰეროინი“ - ირანის მოქალაქეს უვადო პატიმრობა ემუქრება

25.05.23 21:02
ნარკოტიკების სკანდალი საქართველოში და 80 კგ-მდე ამოღებული „ჰეროინი“ -  ირანის მოქალაქეს უვადო პატიმრობა ემუქრება

ნარკოტიკების კიდევ ერთი სკანდალი ქვეყანაში. საქართველოში დიდი რაოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დაკავებული ირანის მოქალაქე გამოძიებას უმტკიცებს, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცის.  62 წლის კაცი, რომელსაც  უვადო პატიმრობა ემუქრება,  ამბობს, რომ ამ ამბავში მხოლოდ მძღოლის ფუნქციას ასრულებდა. 

სამართალდამცველებმა კი ავტომობილის ჩხრეკისას, მისაბმელის უკანა ორ კარში, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან - 315 შეკვრად დაფასოებული, 80 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.  ირანის მოქალაქე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.

დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.