რუსეთთან ფრენების აღდგენამ ძირი გამოუთხარა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას - გზავნილები ბუნდესტაგიდან

25.05.23 21:20
რუსეთთან ფრენების აღდგენამ ძირი გამოუთხარა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას - გზავნილები ბუნდესტაგიდან

რუსეთთან ფრენების აღდგენამ ძირი გამოუთხარა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას - ასეთი გზავნილები ისმის ბუნდესტაგიდან.

გერმანელი პოლიტიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ მომავალს.

რუსეთთან ფრენების აღდგენამ ძირი გამოუთხარა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩემი მოსაზრებით, მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ ძირი გამოუთხაროს სტატუსის მინიჭების პროცესს. საქართველოს მთავრობა ახლა თამოშობს თამაშს, ისინი იღებენ რუსეთისგან სარგებელს აწყობენ სქემებს, მაგრამ ეს ახდენს ხალხის პოლარიზებას. ჩემი აზრით მათ სტატუსი არ უნდათ რადგან მათ არ უნდათ სამართლიანობა, თავისუფალი სასამართლო, დამოუკიდებელი მედია და ასე ა.შ.

თქვენ გყავთ ხალხის მიერ არ არჩეული ხალხის ლიდერი, რომელსაც აქვს მჭიდრო კავშირები რუსეთთან მაგრამ ის თუ როგორ მოქმედებს ეს ადამიანი არის საბჭოთა კავშირისა და ამჟამინდელი პუტინის რეჟიმის მსგავსი. ვფიქრობ ის უფრო ახლოს არის რუსეთთან ვიდრე ევროპასთან, მაგრამ პირველ რიგში ის საკუთარ თავს ემსახურება. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც წყვეტს ყველაფერს. მისი არაფორმალური მმართველობა ძირს უთხრის საქართველოს ევროპულ მომავალს".- ამბობს გერმანელი პოლიტიკოსი.

პარტია "ლელო" შეხვედრები ბერლინში - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დელეგაციის წევრები ბუნდესტაგის დეპუტატებს შეხვდნენ.

ოპოზიციის ლიდერები ცდილობდენ, ევროპელი პოლიტიკოსები დაერწმუნებინათ, რომ ევროპა ქართველი ხალხის არჩევანია, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს ევროპას  და რომ მთავრობის პოზიცია, ხალხის ნებას არ გამოხატავს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები