ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ "ოცნების" მავნებლურმა ნაბიჯებმა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა არ დააზიანოს - ჯაფარიძე

25.05.23 21:34
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ "ოცნების" მავნებლურმა ნაბიჯებმა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა არ დააზიანოს - ჯაფარიძე

პარტია "ლელოს" შეხვედრები ბერლინში - ბადრი ჯაფარიძის თქმით, გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ "ოცნების" მავნებლურმა ნაბიჯებმა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა არ დააზიანოს.

ჯაფარიძის განცხადებით, შემდეგი არჩევნები ქვეყნისთვის გადამწყვეტია.

გერმანია სრულად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ "ოცნების" მავნებლურმა ნაბიჯებმა არ დააზიანოს ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა. შემდეგი არჩევნები არის გადამწყვეტი, რომ წერტილი დავუსვათ ჩვენი ქვეყნის უკუსვალს და ჩვენი ქვეყნის გავითარების ვექტორის ჩრდილოეთისკენ გადანაცვლებას. ეს არის ჩვენი მეგობრებთან განხილვის საგანი, როპმ არ დავუშვათ შემდეგ არჩევნებზე ისეთი გაყალბება, რასაც ადგილი ჰქონდა 2020-ში".- ამბობს ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები