როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას ძალიან უნდა, სანქციები დაეკისროს - გონჩარენკო
უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო "ჯორჯიან ეარვეისის" მიერ ტრანზიტული ფრენების დაწყების საკითხს ეხმიანება. გონცარენკო წერს, რომ საქართველო ხელისუფლებას, როგორც ჩანს, ძალიან უნდა, რომ სანქციები დაეკისროს.
15 ივნისიდან რუსებს თბილისიდან მილანში, პარიზში, ვენაში, ლარნაკასა და სალონიკში შეეძლებათ გაფრენა. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways იწყებს სატრანზიტო ფრენებს რუსებისთვის თბილისის გავლით ევროპისკენ. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას ძალიან უნდა, სანქციები დაეკისროს", - წერს გონჩარენკო.