მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის - აშშ-ს საელჩო
"ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხისგან:
აშშ-ს საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. სპეციალურ განცხადებაში დიპლომატიური უწყება წერს, რომ ქვეყანა დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის საუკუნეების განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდა და ეს სულისკვეთება ქართელ ხალხში დღემდე ცოცხალია.
თქვენი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და უფრთხილდებოდით მას. ეს სულისკვეთება ისევეა ცოცხალი თქვენში, როგორც ოდესმე, განსაკუთრებით თქვენს მისწრაფებაში, გახდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრები და უზრუნველყოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა საქართველოს მომავალი თაობებისთვის.
შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისევე, როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო! - წერია საელჩოს განცხადებაში.