დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით დავამარცხებთ ჩვენს საერთო მტერს -ფაშისტურ რუსეთს - უკრაინის საელჩო

26.05.23 10:51
დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით  დავამარცხებთ ჩვენს საერთო მტერს -ფაშისტურ რუსეთს - უკრაინის საელჩო

უკრაინის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. გავრცელებულ განცხადებაში დიპლომატიური უწყება იმედოვნებს, რომ საქართველო და უკრაინა ფაშისტურ მტერს რუსეთს ერთობლივი ძალისხმევით დაამარცხებენ. 

გულწრფელად ვულოცავთ მეგობარ საქართველოს და მოძმე ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს!

საუკუნეების მანძილზე ჩვენი ხალხები თავდაუზოგავად იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის და ყოველთვის ეხმარებოდნენ ერთმანეთს.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად დავამარცხებთ ჩვენს საერთო მტერს - ფაშისტურ რუსეთს, სრულად აღვადგენთ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გავაგრძელებთ ჩვენი მომავლის აშენებას ევროპული ხალხების ერთიან ოჯახში.

ვუსურვებთ საქართველოს და ქართველ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას, ბედნიერებას, დოვლათიანობასა და ჰარმონიას!

ერთად გამარჯვებამდე! - წერია განცხადებაში.