ბულგარეთი ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ - ბულგარეთის საგარეო

26.05.23 11:50
ბულგარეთი ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ - ბულგარეთის საგარეო

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს:

"გულითადად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღეს! ბულგარეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის რეფორმების გზაზე" - წერია განცხადებაში.