ქართველებს ვუსურვებთ წარმატებებს ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე - ლატვიის საგარეო

26.05.23 11:32
ქართველებს ვუსურვებთ წარმატებებს ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე - ლატვიის საგარეო

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და წარმატებებს უსურვებს ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე . 

"ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! გისურვებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. საქართველოსთან ლატვიის კავშირები დამყარებულია თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებზე. ქართველებს ვუსურვებთ წარმატებებს ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე" - წერს საგარეო Twitter-ზე