ჩვენი მისია ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაა - გიორგი გახარია
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით "საქართველოსთვის" ლიდერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პირველი რეპსუბლიკის დაარსებიდან 105 წლის შემდეგაც საქართელოს სახელმწიფოებრიობას იგივე მტერი, რუსეთი ჰყავს.
ექსპრემიერი მიიჩნევს, რომ დღეს ყველას მისიაა ერთიანი და დამოუკიდებელის ასახელმწიფოს შენოებაა, რომლის მიზანიც საბოლოოდ, ევროპულ ოჯახში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაა.
1918 წლის 26 მაისს აღდგა 117 წლით ადრე რუსეთის იმპერიის მიერ გაუქმებული ქართული სახელმწიფოებრიობა და დაარსდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა.
დღესაც, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 105 წლის შემდეგ, ქართულ სახელმწიფოებრიობას, მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ჰყავს იგივე მტერი - რუსეთი.
დღეს, ყველა ჩვენგანის განსაკუთრებული მისიაა, ერთად გავაგრძელოთ ერთიანი და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს შენება და საბოლოოდ დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი ჩვენს ევროპულ ოჯახში, სადაც დაცული იქნება ჩვენი წინაპრების ბრძოლით მოპოვებული ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, თვითმყოფადობა, უზრუნველყოფილი იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება, - წერს გიორგი გახარია.