უნდა იცოდე ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან - ზურაბიშვილმა "ოცნებას" ცეცხლი გაუხსნა

26.05.23 12:15
უნდა იცოდე ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან - ზურაბიშვილმა "ოცნებას" ცეცხლი გაუხსნა

საქართველოს პრეზიდენტს არ სჯერა, რომ  ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები ქვეყანაში წიანასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე შემოვიდნენ.

სალომე ზურაბიშვილმა მმართველ გუნდს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დროს სიტყვით გამოსვლისას ცეცხლი კიდევ ერთხელ გაუხსნა და პირდაპირ უთხრა, რომ უნდა იცოდეს ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან.

დღეს საზოგადოებას გაუგებრობის და შეურაცხყოფის განცდა დაეუფლა. ჩვენი ხალხისთვის გაუგებარი და შეურაცმყოფელია, როცა ხელისუფლლება საკუთარი მოქალაქეების ღირსებაზე აღარ ფიქრობს. გაუგებარი და შეურაცმყოფელია, როდესაც ჩვენს პოლიციას შეუძლებელ ამოცანას ვუსახავთ და გამოწვევის წინაშე ვაყენებთ. ყველას კარგად გვესმის, რომ ქვეყანას, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია და მის ტერიტორიაზე რუსის ჯარია, განსაკუთრეით უნდა იცავდეს სტაბილურას. სწორედ ამიტიომ, ხელისუფლებას ევალება, რომ არ დაუშვას ისეთი სიტუაცია, რომელსაც მოჰყვება ვნებათაღელვა და ესკალაცია. ხელისუფლებას ევალება პრევენცია და არა საკუთარი ხალხის მოთმინეების გამოცდა. ხელისუფლებას ევალება ტერიტორიის დაცვა და საზღვრის მართვა. უნდა იცოდე ვინ შემოდის და ვინ გადის ქვეყნიდან. ძნელი დასაჯერებელია, რომ ოკუპანტი ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური წრის წევრები ქვეყანაში წიანასწარი გაფრთხილებისა და უსაფრთხოების გარანტიების მიღების გარეშე შემოსულიყვნენ.