ბოდიშს ვუხდი გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტმა ხელისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციის მოსპობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. სალომე ზურაბიშვილმა გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს "ოცნების" ქმედებების გამო ბოდიში ტრიბუნიდან მოუხადა და თქვა, რომ საგარეო კურსის შეცვლა სრულიად ქვეყნის შეურაცხყოფაა.
ახლა, ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო, გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს, მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ბოდიშს ვიხდი იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არამხოლოდ თქვენ, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა. გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას აბრალებ მეორე ფრონტის გახსნის მცდელობას ქართველობის წართმევის მცდელობას, გარყვნილობა და მაინც, საკუთარ შვილებს, ევროპასა და აშშ-სა და ევროპაში უშვებ, საქართველოში კი ახალ თაობას, ევროპულ მომავალს უსპობ. დღეს ის დღეა, როცა ამ ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ, ვეძებოთ გამოსავალი და იმედი. სიძულვილის ენამ, დაპირისპირებამ ურთიერთობა და გაგება შეცვალა. ეს სახელმწიფოს ასუსტებს, ვაჟას სხვა სიტყვებიც უნდა გვახსოვდეს, ციხე როს შიგნიდან ტყდება, მაშინ იმარჯვებს მტერია, სწორედ ესაა ქართველობის დაკარგვის საფრთხე, ჩვენივე ხელით და ჩვენივე ნებით, - თქვა პრეზიდენტმა.