ღარიბაშვილი: შიდა თუ გარე მტრების დესტრუქციული მცდელობების მიუხედავად, საქართველო მშვიდობის ოაზისად რჩება
დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრემიერმა ისევ ომის საფრთხეებზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილი მტკიცებით, ბირთვული ომის საფრთხის პირობებში, ხელისუფლება ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნებასა და ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ გარე და შიდა მტრის დესტრუქციული ქმეებების პირობებეში, "ოცნებამ" მაინც მოახერხა, რომ ქვეყანა სიმშვიდის და სტაბილურობის ოაზისად ექცია.
თავისუფლები უპირველესი მტერია ომი. დღეს ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხი რუსეთის მიერ დაწყებულ სასტიკ ომში უზარმაზარ მსხვერპლს იღებს საკუთარი თავისუფლების დასაცავად. მე კიევ ერთხელ გამვხატავ უკრიანის და უკრანელი ხალხის მიმართ თანადგომას, ომის მალე დასრულებას, მშვიდობას, გამთლიანებას და თვაისუფლებას ვუსურვებ. და დღეს, როცა ისტორიაში ყველაზე მწვავედ დგას ბირთვული ომის საფრთხე, ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალებულებაა სწორედ მშვიდობის შენარჩუნება და გამტკიცებაა, ჩვენი ხალხის დაცვა და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა. ჩვენი ხალხის სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად არაკეთილმოსურნეთა შიდა თუ გარე მტრის არაერთი დესტრუქციული მცდელობების მიუხედავად, საქართველო, დიახაც, რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში, - განაცხდა პრემიერმა.