პრემიერი ამტკიცებს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე "ოცნების" წარმატება შთამბეჭდავია

26.05.23 12:54
პრემიერი ამტკიცებს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე "ოცნების" წარმატება შთამბეჭდავია

შთამბეჭდავია ჩვენი წარმატებები ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შეხევ პრემიერმა დამოუკიდებლობისაადმი მიძძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილი ისევ "ქართულ ოცნებას" აქებს და ირწმუნება, რომ ხელისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციისთის ძალისხმევას არ იშურებს და ყველაფერი, რაც ამ მიმართულებით გაკეთდა,  სწორედ მათი დამსახურებაა. 

შთამბეჭდავია ჩვენი წარმატებები ევროინტეგრაციის გზაზე. მე ვაამყობ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში წილად მხვდა პატივი, ხელი მომეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას. შედეგად საქართველო დღეს სარგებლობს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობით და უვიზო მიმოსვლით.  გასულ წელს ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განაცხადი გავაკეთეთ. ეს ყველაფერი სწორედ ბოლო 10 წელიწადში ჩვენი ხელისუფლების მუშაობის შედეგია, ჩვენი მონაპოვარია. ჩვენ არ ვიშურებით ძალისხმევას, რომ წლის ბოლოს ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, - განაცხადა პრემიერმა.