ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება - ზურაბიშვილი რუსეთთან ფრენებზე
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენაზე ისაუბრა და თქვა, რომ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად არ უნდა იყიდებოდეს.
"გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით რამდენ მილიონს მოგვიტანს ფრენების საჩუქარი. ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება," - ამბობს ზურაბიშვილი.