პატრული იცავს იმას, რომ შემთხვევით ევროკავშირის დროშა არ გამოჩნდეს და პუტინი არ გაბრაზდეს - ნატა ფერაძე

26.05.23 13:27
პატრული იცავს იმას, რომ შემთხვევით ევროკავშირის დროშა არ გამოჩნდეს და პუტინი არ გაბრაზდეს - ნატა ფერაძე

ქუჩაში ევროკავშირის დროშებით ხელში გასულ შვიდობიანი მსვლელობის მონაწილეეებს გავიდნენ, ქვეყნისს ცენტრალურ მოედანზე ათობით პოლიციელი დაახვედრეს და თავისუფლების მოედნამდე მისვლა აუკრძალეს. 

"პარტიზანული მებაღეობის" დამფუძნებელი ნატა ფერაძე ამბობს, რომ "პატრული იცავს იმას, რომ შემთხვევით ევროკავშირის დროშა არ გამოჩნდეს და პუტინი არ გაბრაზდეს".

"პატრული არ გვიშვებდა, შემოვიპარეთ ახლა დროშით. პატრული იცავს იმას, რომ ევროკავშირის დროშა არ გამოჩნდეს შემთხვევით და პუტინი არ გაბრაზდეს, რომ რატომ არის ევროკავშირის დროშა. მაგრამ შემოვედით და ასე შევალ ევროკავშირში ზუსტად, როგორც ახლა შემოვედი ამ დროშით აქ. ქართული ოცნებისთვის ამის გარდა არაფრის თქმას არ ვაპირებ. ამითი ვეუბნებით ევროპას, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირში და ეს არ არის ჩვენი მესიჯი რასაც აკეთებს კობახიძე" - ამბობს მოძრაობა "პარტიზანული მებაღეობის" დამფუძნებელი, ნატა ფერაძე.