ევროკავშირი საქართველოს გვერდში დგომას გააგრძელებს - ვიოლა ფონ კრამონი

26.05.23 13:37
ევროკავშირი საქართველოს გვერდში დგომას გააგრძელებს - ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ვიდეომიმართვით ულოცავს და ამბობს, რომ ევროკავშირი საქართველოს გვერდში დგომას განაგრძობს.

ევროდეპუტატი აღნიშნავს, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით ეს ადვილი არ იქნება, თუმცა ევროპისკენ მიმავალ გზაზე ევროკავშირის მხარდამჭერა ურყევი იქნება.  

გილოცავთ, საქართველო! დამოუკიდებლობის აღდგენიდან 32 წელი გავიდა. როგორც საქართველოს დიდი მეგობარი და დიდი გულშემატკივარი, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ტაში დაგიკრათ და მოგილოცოთ. ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას დამოუკიდებლობის სრულად მიღწევამდე. ეს არ არის ადვილი იმ დროს, როდესაც შინაგანი და გარეგანი საფრთხეები საქართველოს კვლავ სხვა (რუსეთის) მიმართულებით უბიძგებენ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ ჩვენ ევროპის პარლამენტში გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ევროპისკენ მიმავალ გზაზე. გილოცავთ! - ამბობს კრამონი.