ევროკავშირის დროშა კიდია პარლამენტის წინ, ვისაც უნდა, რომ დაინახოს, გაახილოს თვალები - პაპუაშვილი
პასუხისმგებლობისგან და სამშობლოს განცდისგან დაცლილი ადამიანები უწოდა შალვა პაპუაშვილმა ხალხს, ვინც დედაქალაქის მთავარ გამზირზე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას აპროტესტებენ.
ევროკავშირის დროშა კიდია საქართველოს პარლამენტის წინ. ვისაც უნდა, რომ დაინახოს, დაე, გაახილოს თვალები, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ და თქვა, რომ ქუცაში აგმოსული მშვიდობიანი აქტოვისტების მიზანი დამოუკიდებლობის დღის ჩაშხამებაა.
„ეს არის ხალხი, რომელსაც არ აქვს აღქმა, რა არის დამოუკიდებლობა, რა არის თავისუფლება, რა არის სამშობლო, რა არის იყო პასუხისმგებლობიანი მოქალაქე, პოლიტიკოსი. ეს არის პასუხისმგებლობისგან და სამშობლოს განცდისგან დაცლილი ადამიანები. ამიტომ, არც კი ღირს ამ ადამიანებთან კამათში შესვლა. დღეს ჩვენი ქალაქი სავსეა ქართული დროშებით. ეს უხარია ქართველ ხალხს. რაც შეეხება ევროკავშირის დროშას, ევროკავშირის დროშა კიდია საქართველოს პარლამენტის წინ. ვისაც უნდა, რომ დაინახოს, დაე, გაახილოს თვალები. ვისაც არ უნდა რომ დაინახოს, მას რაც არ უნდა დროშები უფრიალო წინ, მაინც ვერ დაინახავს. მთავარი საკითხია, რომ მათ უნდათ რამენაირად ეს დღე ჩააშხამონ ქართულ საზოგადოებას. კიდევ ერთხელ, ყველას ვულოცავ ამ დღეს. ბოლომდე ვიზეიმოთ, ეს დღე ჩვენია, არავის წავართმევინებთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.