"მადლობა პრეზიდენტს!" - გიორგი ანწუხელიძის ცოლი

26.05.23 14:32
"მადლობა პრეზიდენტს!" - გიორგი ანწუხელიძის ცოლი

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ცოლი, პრეზიდენტს 26 მაისის საზეიმო ღონისძიებაზე წარმოთქმული სიტყვის გამო მადლობას უხდის.

როგორც მაკა ჩიკვილაძემ TV პირველის გადაცემა "დღის ამბებში" განაცხადა, ის პრეზიდენტის ბოდიშს არ ელოდა. "მადლობა პრეზიდენტს, რომ დაგვაფასა, თუმცა დაუფასებლები არც არასდროს ვყოფილვართ."

მაკა ჩიკვილაძე ამბობს, რომ რუსეთი მტერია და ასე იქნება ყოველთვის. მინდა იყოს მშვიდობა და თავისუფლება.