ევროკავშირის დროშებით ხელში ხალხი ქუჩაში გამოვიდა - "ლელოს" ორგანიზებით მსვლელობა დაიწყო
საქართველოს და ევროკავშირის დროშებით ხელში, ქალაქის ცენტრში მსვლელობა დაიწყო. საქართველოს დამოუკიდებლობის 105 წლის თავზე, ხალხი ქვეყნის ღირსებას ქუჩიდან იცავს. მთავრობამ ევროკავშირის დროშებისთვის დღეს სივრცე ვერ გამონახა, ამიტომ პარტია "ლელოს" ორგანიზებით, მოქალაქეებმა გადაწყვიტეს მთელ ევროპას თბილისიდან დაანახონ, რომ მათ ნებას მთავრობის ქმედებები არ გამოხატავს.
მსვლელობით აქციის მონაწილეები უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან რუსთაველის ძეგლთან გადაინაცვლებენ.